პრემიერის სკანდალური რეისი - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ღარიბაშვილს სიტყვაზე ენდობა

11.09.23 17:11
პრემიერის სკანდალური რეისი - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ღარიბაშვილს სიტყვაზე ენდობა

რა დაუჯდა ირაკლი ღარიბაშვილს სამთავრობო ბორტით ფრენა თბილისიდან  მიუნხენის მიმართულებით, როდის გაფორმდა ხელშეკრულება და ვინ გადაიხადა თანხა? - ამ სამ მთავარ კითხვას პრემიერის ადმინისტრაციის უფროსი ვერ პასუხობს.  ღარიბაშვილის ადმინისტრაცია არ აპირებს, ხელშეკრულების გამოაქვეყნოს.  რევაზ ჯაველიძე "პირველებთან" ადასტურებს, რომ ხელშეკრულება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილსა და სახელმწიფო დაცვის უფროს შორის უნდა გაფორმებულიყო, თვალითაც არ აქვს ნანახი. მან ისიც კი არ იცის, გადარიცხვის ქვითრები არსებობს თუ არა. 

მთავრობის ადმინისტრაცია თვითმფრინავის სკანდალზე მთელ პასუხისმგებლობას ანზორ ჩუბინიძეს აკისრებს.  სწორედ ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მცველმა უნდა გამოაქვეყნოს ახლა დოკუმენტები და ქვითრები თუ ასეთი საერთოდ არსებობს.

ჯერ ერთი, არაერთი განცხადება გაკეთდა ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ხელშეკრულებას, გულწრფელად გეტყვით, როდის დაიდო ეს ხელშეკრულება, ვერ გეტყვით, უნდა არსებობდეს, სავარაუდოდ. უნდა მიმართოთ სახელწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს. მეს ეს კონკრეტული დოკუმენტი არ მინახავს, მაგრამ გარკვეული დოკუმენტაცია, დარწმუნებული ვარ, არსებობს მასსა და იმ ორგანიზაციას შორის, რომელიც უზრუნველყოფსმის ფრენა, - ამბობს ჯაველიძე. 

ჯაველიძე ასევე ირწმუნება, რომ ბიუჯეტიდან ღარიბაშვილის ფრენისთვის არცერთი თეთრი არ გადახდილა და მიანიშნებს, რომ შესაძლოა, პრემიერის ფრენა მისმა ოჯახის წევრმა დააფინანსა. 

მე ვფიქრობ, რომ პირთა წრე საკმაოდ დიდი შეიძლება იყოს. ოჯახის წევრებმა არ შეიძლება, ვთქვათ, მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში?ბიუჯეტიდან, მთავარია, ერთი კაპიკი ფული არ არის გადახდილი. მთავარი ეს არის. მემგონი, ჩვენს მსოახლეობას, უპირველეს ყოვლისა, ეს აინტერესებს, სახელმწიფო გაიღო თუა არ ეს ხარჯი. მე შემიძლია დაგიდასტუროთ - არა, - ამბობს ჯაველიძე.  

მსგავსი სიახლეები