ჩვენი ამბიცია მეტია - მინისტრი ჩინეთთან ურთიერთობებზე
"ალბათ, ჩინეთი ყველასთვის სასურველი ტურისტული ბაზარია მსოფლიოში"- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ლევან დავითაშვილის თქმით, პრემიერმინისტრის ჩინეთში ვიზიტი ისტორიული იყო და ტურისტული სექტორი ერთერთი მიმართულებაა, სადაც საქართველოს მთავრობა თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს ხედავს.
მეტიც, მინისტრთა კაბინეტის წევრის განცხადებით, მთავრობას სურს პირდაპირი კავშირი ჩინეთის აღმოსავლეთის ქალაქებთან გაიზარდოს და ამ მიმართულებით ამბიციები აქვთ.
ჩვენ მივიღეთ შეთანხმება პირველ ეტაპზე, რომ დღეში მინიმუმ ერთი ფრენა უახლოეს ხანებში გვექნება ჩინეთთან, თუმცა, ეს არაა საკმარისი, ჩვენი ამბიცია ცოტა მეტია, პირდაპირ გეტყვით, რომ დღეში შეიძლება ათამდე ფრენა იყოს ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან იმისთვის, რომ შევძლოთ ზუსტად იმ ნაკადების უზრუნველყოფა, რომლიც უკვე შესამჩნევი ხელშესახები შედეგი იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით" - თქვა დავითაშვილმა.
ამასთან, როგორც ირკვევა, ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა 30 დღის განმავლობაში შეეძლებათ. მინისტრი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე ჩინეთთან ყოველ დღე ერთი რეისი შესრულდება, კვირაში 7- ეს იქნება სამმხრივი ფრენა პეკინი-ურუმჩი-თბილისი.