ხაზარაძე კობახიძის წინააღმდეგ - პირველი ინტერვიუ "ლელოს" ლიდერის ადვოკატთან
ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი სავარაუდოდ კვირის ბოლომდე შევა. ლიდერის ადვოკატი "პირველებთან" აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადება ტყუილზე იყო აგებული, ამიტომ ზვიად კორძაძე დარწმუნებულია, რომ მამუკა ხაზარაძე საქმეს მოიგებს.
მამუკა ხაზარაძე ირაკლი კობაძისგან ცილისწამების, პატივის და ღირსების შემლახავი განცხადების სასამართლოს გზით უარყოფას მოითხოვს.
აღნიშნული ცნობა არის მამუკა ხაზარაძის ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახავი, არასწორი, სიცრუის შემცველი, შესაბამისად მამუკამ გადაწყვიტა, რომ მიმართოს სასამართლოს. ჩვენ ვამზადებთ სარჩელს ამ კვირის ბოლომდე, მაქსიმუმ კვირის დასაწყისში. ჩვენ ალბათ შევიტანთ სასამართლოში შესაბამის სარჩელს, რომლის მოთხოვნა იქნება უარყოფა ამ გავრცელებული ცნობების სასამართლოს გზით. დაველოდებით სარჩელის შეტანის შემდეგ შესაგებელს ანუ პასუხს, რა იყო ამ ცნობის გავრცელების საფუძველი, ბრალდება იმდენად არასწორია და სიცრუის შემცველი, რომ ჩვენ გვაქვს იმედი, რომ სასამართლოს მეშვეობით მოხდება მისი უარყოფა", - ამბობს ადვოკატი, ზვიად კორძაძე.
შეგახსენებთ, საქმე ეხება კობახიძის განცხადებას, სადაც დეპუტატმა თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხაზარაძე ბიზნესის რეკეტში იყო ჩართული.