ქვეყნის მტრებს ღარიბაშვილის დაზიანება უნდათ - ამილახვარი პრემიერს მტკიცებულებების გარეშე იცავს

11.09.23 17:24
ქვეყნის მტრებს  ღარიბაშვილის დაზიანება უნდათ - ამილახვარი პრემიერს მტკიცებულებების გარეშე იცავს

პრემიერის სკანდალურმა რეისმა მინისტრთა კაბინეთი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. განათლების მინისტრი გიორგი ახვლედიანი ირწმუნება, რომ ქვეყნის მტრებს ირაკლი ღარიბაშვილის დაზიანება უნდათ. მინისტრი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები პრემიერს, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით,  ფრენისთვის არ გამოუყენებია და მას სიტყვაზე ენდობა. 

ჩვენი ქვეყნის მტრებს და მოღალატეებს ამ ფაქტით უნდათ ირაკლი ღარიბაშვილის დაზიანება. სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, სწავლის დაფინანსება გადახდა თავიანთი შილისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ძალიან ლამაზი კოსტუმების შეძენა და სხვა და სხვა ფუფუნების საგნების გამოყენება, რას სცადიოდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს?საერთოდ რა მორალით, რა უფლება აქვთ, ადამიანზე ილაპარაკო, რომელსაც აქვს ამხელა წარმატება, არცერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გადახდილა. რას ნიშნავს საიდან ვიცი? სიტყვაზეც ვენდობი და გიდასტურებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი ამ მგზავრობისთის არ დახარჯულა, - ამბობს გიორგი ამილახვარი.

  

მსგავსი სიახლეები