ოპონენტების აგორებული სკანდალია - ლევან დავითაშვილი პრემიერის ჩარტერზე

11.09.23 17:31
ოპონენტების აგორებული სკანდალია - ლევან დავითაშვილი პრემიერის ჩარტერზე

პრემიერის სკანდალური ავიარეისი - მინისტრთა კაბინეტი ირაკლი ღარიბაშვილის დღეს ერთმანეთის მიყოლებით იცავდა. ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ეს ოპონენტების მიერ აგორებული სკანდალია, რომელიც, როგორც ყოველთვის, სიცრუეზეა აგებული. 

მე პირადად არ მისარგებლია ჩარტერული რეისით. ეს ჩემი არჩევანია. მე შეიძლება შესაძლებლლობა მქონდეს, შეიძლება არ მქონდეს, შეიძლება საჭიროებაა, შეიძლება სურვილი, ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში, მე ამის საჭიროება და შესაძლებლობა არ მქონია. ოპონენტები, ალბათ, როგორც ბევრ შემთხვევაში, აგორებენ ვითომ სკანდალს, მერე თვითონვე აღმოჩნდებიან ხოლმე ძალიან უხერხულ სიტუაციაში, იმიტომ, რომ მათი მხრიდან ე.წ. სკანდალური ინფორმაცია ეფუძნება, უბრალოდ, ტყუილს, - ამბობს დავითაშვილი. 

მსგავსი სიახლეები