"აშკარა გეოპოლიტიკური განაცხადია" - გიგა ბოკერია ჩინეთთან უვიზო მიმოსვლაზე

11.09.23 17:46
"აშკარა გეოპოლიტიკური განაცხადია" - გიგა ბოკერია ჩინეთთან უვიზო მიმოსვლაზე

აშკარა გეოპოლიტიკური განაცხადი, - ასე აფასებს "ევროპული საქართელოს" ლიდერი გიგა ბოკერია პრემიერის განცხადებას, რომელმაც ჩინეთთან უვიზო რეჟიმის დაწესება დააანონსა. ბოკერია მიიჩნევს, რომ რუსეთის მოკავშირე ქვეყანასთან უვიზო რეჟმის დაწესება ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯია. 

გვახსოვს წულუკიანის შავრაზმული განცხადებები, ზოგადად, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იყო შემოღებული მდიდარი ქვეყნების მოქალაქეების მიმართ. კერძოდ, ჩინეთზეც, მისი ყველაზე წარმატებული და მდიდარი, ჰონგ კონგში მცხოვრები მოქალაქეების ან ჩინეთის იმ მოქალაქეების მიმართ, ვისაც უკვე ჰქონდა აშშ-ის ან ევროკავშირის ვიზა. ამ ყველაფერს თავს ესხმოდნენ შავრაზმული პოზიციებიდან. ახლა მთელი ჩინეთის მოქალაქეებისთვის აპირებენ უვიზო მიმოსვლის დაშვებას. ეს არის აშკარად გეოპოლიტიკური განაცხადი და არა ეკონომიკური. დღევანდელ ვითარებაში, როდესაც საქართველო უნდა იღწვოდეს, რომ NATO-ს წევრი და თავისუფალი სამყაროს წევრი გახდეს, რათა დაცული იყოს რუსეთის აგრესიისგან, ამის ნაცვლად, ასეთი სახით განაცხადის გაკეთება რუსეთის მოკავშირე ჩინეთის მიმართ არის ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი

მსგავსი სიახლეები