ოფიციალური პეკინის ინტერესებზე მორგებული შეთანხმებაა - თინა ხიდაშელი ჩინეთთან უვიზო მიმოსვლაზე
ოფიციალური პეკინის ინტერესებზე მორგებული შეთანხმება და გეოპოლიტიკური განაცხადი, - ასე აფასებს თინა ხიდაშელი ღარიბაშვილიის გადასწყვეტილებას, რომელმაც დღეს გამოაცხადა, რომ საქართველო ჩინეთთან უვიზო მიმოსვლას აწესებს. თავდაცვის ექს მინისტრი ამბობს, რომ ცივილურ სამყაროში საზღვრებზე განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან იმ მოქალაქეების მიღებას, რომლებიც კომუნისტური ქვეყნებიდან შედიან.
ზუსტად ისე, როგორც ივლისშ გაფორმებული სტრატეგიული შეთანხმების შემთხვევაში მოხდა, აქაც სახეზეა ცამხრივი მოქმედება. როგორც ის დოკუემნტი თავიდან ბოლომდე პეკინის ინტერესებზეა მორგებული, ქართულმა მხარემ უბრალოდ ხელი მოაწერა ისე, რომ საქართელოს ინტერესი იქ ნულოვანია აბსოლუტურად, ზსუტად ანალოგიური შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ეს, როგორც ჩანს, წინასწარ შეთანხმებული იყო, რომ ჩვენ ცალმხრივად გავხსნით უვიზო მიმოსვლას ჩინეთთან, მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფერი ვიცით იმის შესახებ, რომ იქიტა მხრიანაც ანალოგიური პასუხი იქნება. ეს კიდევ ერთხელ; ადასტურებს იმ რაღაცა ვასალი დამოკიდებულებას ჩინეთის სახელმწიფოს და ჩინეთის კომუბნისტური პარტიის მიმართ, რომელიც ბატონ რარიბაშილს დასჩემდა, - ამბობს ხიდაშელი.