გაიზარდოს იმ პირთა წრე, ვისაც საჯარო მოხელე დეკლარაციაში მოიხსენიებს - გახარიას გუნდის ინიციატივა

11.09.23 18:29
გაიზარდოს იმ პირთა წრე, ვისაც საჯარო მოხელე დეკლარაციაში მოიხსენიებს - გახარიას გუნდის ინიციატივა

პარტია "საქართველოსთვის" ელიტური კორუფციის აღმოფხვრის მიზნით საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას გეგმავს. როგორც დეპუტატი ანა ბუჩუკური ამბობს, რამდენიმე დღეში პარტია პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივას დაარეგისტრირებს და ქონებრივი დეკლარაციის შევსების წესში ცვლილების შეტანას მოითხოვს.

როგორც ბუჩუკური ამბობს, უნდა გაიზარდოს იმ პირთა წრე, ვისაც საჯარო მოხელე დეკლარაციაში მოიხსენიებს.

შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას წარვადგენთ უახლოეს დღეებში, რომლითაც ჩვენი აზრით, უნდა გაფართოვდეს პოლიტიკურ პირთა ოჯახის წევრების წრე, რომლებსაც ასევე ვალდებულება უნდა ჰქონდეს, რომ დაასაბუთონ თავიანთი ქონების წარმომავლობა...

ღარიბაშვილთან დაკავშირებით გუშინვე მივმართეთ ჩვენ პროკურატურას, აქ იკვეთება სავარაუდო დანაშაულის ნიშნები - კორუფციის პერსონალურად ღარიბაშვილის თემაზე. ასევე, განცხადება გავაკეთეთ იმასთან დაკავშირებით, რომ კეთილი ინებოს, ღარიბაშვილმა და დოკუმენტურად დაადასტუროს თუნდაც ის ვერსია, რასაც ის საზოგადოებას სთავაზობს.

რაც შეეხება პრემიერის იმპიჩმენტის პროცედურას, ოპოზიციაში ერთიანი პოზიცია არ არის. კონსულტაციები ალბათ გაგრძელდება. არც მე გამოვრიცხავ პროცესში მონაწილეობას,“ - ამბობს ანა ბუჩუკური.

მსგავსი სიახლეები