სამთავრობო თვითმფრინავის სკანდალი - რატომ უნდა დაიწყოს გამოძიება?
პრემიერი ღარიბაშვილი სავარაუდო დანაშაულშია მხილებული. ახლა პროკურატურა წესით უკვე უნდა იწყებდეს გამოძიებას და სცემდეს მთავარ კითხვას პასუხს, თუ ეს არ არის კორუფცია, მაშინ საიდან აქვს მთავრობის მეთაურს იმდენი ფული, რომ სამთავრობო ბორტი დაიქირაოს. შოთაძის უწყებაში განცხადება განცხადებაზე შედის, მაგრამ რეაგირება ჯერ არ ჩანს.
კობახიძემ კი დღეს პირდაპირ მიუთითა პროკურატურას, რომ ღარიბაშვილის სკანდალზე გამოსაძიებელი არაფერია.
ღარიბაშვილმა ზუსტად ის გააკეთა, რასაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს ედავებიან. ე.წ. პიჯაკების საქმეში სწორედ ფრენების ხარჯი ფიგურირებს. ახლა ჩნდება კითხვა, თუ სააკაშვილის შემთხვევაში ეს დანაშაულია, რატომ არ ხდება იგივე ღარიბაშვილთან დაკავშირებით.
კითხვები ბევრია, პასუხი კი პრაქტიკულად არა. არადა სახეზეა სავარაუდო კორუფცია ან გაფლანგვა ქვეყნის პირველი პირის მიერ.