რა მოხდებოდა ევროპაში? - როგორ იქცევიან დასავლელი პოლიტიკოსები ღარიბაშვილისგან განსხვავებით

11.09.23 20:15
რა მოხდებოდა ევროპაში? - როგორ იქცევიან დასავლელი პოლიტიკოსები ღარიბაშვილისგან განსხვავებით

რა მოხდებოდა თვითმფრინავის და მდიდრული დაბადების დღის სკანდალი რომელიმე ევროპულ სახელმწიფოში რომ მომხდარიყო? - პრემიერი უკვე გადამდგარი იქნებოდა და გამოძიებაც დაწყებული. ასე  იქცევიან ევროპელი პოლიტიკოსები, როდესაც მათ სამსახურებრივ დანაშაულში საჯაროდ ამხელენ. ანალოგიური სკანდალი ცოტა ხნის წინ საფრანგეთში იყო. ფეშენებელური წვეულების გამართვის გამო, მაკრონის მთავრობის ენერგეტიკისა და  გარემოს დაცვის მინისტრი იძულებული გახდა პოსტი დაეტოვებინა. 

გერმანიის პრეზიდენტს კი თანამდებობის დატოვება მას შემდეგ მოუწია, რაც გაირკვა, რომ შეღავათიანი კრედიტით სარგებლობდა. ეს ფაქტი  საკმარისი აღმოჩნდა, რომ ქვეყნის პირველი პირი პოსტიდან გადამდგარიყო.

ღარიბაშვილის სკანდალი დროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის  ვიზიტს დაემთხვა. ჯოზეფ ბორელს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა უფრო მეტი თქვა ერთმა ფოტომ.  ევროპის ერთ ერთი გავლენიანი პოლიტიკოსი  თბილისში სამუშაო ვიზიტის შემდეგ ბრიუსელში ჩვეულებრივი რეისით დაბრუნდა.