საგანგებო შეხვედრების სერია პრეზიდენტის სასახლეში - რისთვის დაიბარა ზურაბიშვილმა ოპოზიცია

11.09.23 20:21
საგანგებო შეხვედრების სერია პრეზიდენტის სასახლეში - რისთვის დაიბარა ზურაბიშვილმა ოპოზიცია

საქართველოს პრეზიდენტის  წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს 81 დეპუტატი მიმართავს. ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის  საპარლამენტო ნაწილი თითქმის დასრულებულია. დეპუტატების ეს რაოდენობა სარჩელის შესატანად საკმარისია, თუმცა გეგმის საბოლოოდ განხორციელებისთვის - არა.  "ოცნებამ" რომ პრეზიდენტი გადააყენოს, საჭიროა 100 დეპუტატის ხმა. უმრავლესობას კი ამდენი წევრი თავის სატელიტი პარტიების ჩათვლით პარლამენტში არ ჰყავს. 

პრეზიდენტი კი უკან არ იხევს. ევროპული ტურნეს შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი მოქმედებაზე ქვეყნის შიგნითაც გადავიდა და განგაშის სიგნალი ჩართო.  მთელი დღე პოლიტიკური კონსულტაციების ცენტრია ორბელიანების სასახლე, სადაც პრეზიდენტის ინიციატივით ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები მიდიან. სალომე ზურაბიშვილი ახლა მათთან ერთად მსჯელობს, რა შეიძლება  გაკეთდეს, რომ ოცნების პირობებში ქვეყანა კანდიდატის სტატუსის გარეშე არ დარჩეს.