როდესაც საჩუქარი აღემატება კანონით დადგენილ ზღვარს, ჩვეულებრივი კორუფციული მოვლენაა - თინა ხიდაშელი

11.09.23 19:49
როდესაც საჩუქარი აღემატება კანონით დადგენილ ზღვარს, ჩვეულებრივი კორუფციული მოვლენაა - თინა ხიდაშელი

რატომ გახდა პრობლემური პრემიერ-მინისტრის მეუღლის დაბადების დღე - თინა ხიდაშელი განმარტავს, რომ საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ნუნუკა თამაზაშვილის მეგობარმა აღიარა, რომ დაბადების დღე პრემიერის ცოლს მეგობრებმა გადაუხადეს. 

ხიდაშელი განმარტავს, რომ კანონდარღვევაა, როდესაც პრემიერი ან მისი ოჯახის წევრები გარეშე პირისგან იღებენ ისეთ საჩუქარს, რომელიც კანონით დადგენილ ზღვარს აღემატება.

ხიდაშელი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურს სთხოვს იმ დოკუმენტის გასაჯაროებასაც, სადაც იქნება დასაბუთებული ახსნა, რა საჭიროება იყო დაბადების დღის წვეულებაზე დაცვის ასეთი მასშტაბური რაოდენობის მობილიზება.

ზუსტად იგივე პრობლემაში აღმოჩნდნენ დაბადების დღის შემთხვევაშიც. სახელმწიფოებრივ საკითხად ეს თემა გახადა იმ ადამიანმა, რომელმაც მისი აზრით, მეგობრის დაცვა გადაწყვიტა და უცებ გამოაცხადა, რომ მეგობრებმა გადაუხადეს დაბადების დღე - პრობლემა აქ გაჩნდა, თავისთავად, დარბაზი დახურეს თუ არა, დაცვა დადიოდა თუ არა, სხვა ტიპის პრობლემებია, არის თუ არა თავსებადი ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი ქვეყნისთვის, ასე უნდა იქცეოდეს თუ არა მისი პირველი პირები, მაგრამ როგორც კი გაჩნდა გაუგონარი ტყუილი, ჩემი აზრით, რომ თურმე ეს იყო საჩუქარი, ეს საკითხი იმ დღესვე გახდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემა, იმიტომ, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის ოჯახს არ აქვს ასეთი ტიპის საჩუქრის მიღების უფლება. ეს უკვე არის კანონის დარღვევა. მთელ ამ რიტორიკაში, რომელიც შემდეგ იყო - შესაბამისი მეგობრები უნდა გყავდეს, გამოჩნდა რომ საბჭოთა „ცეხავიკებთან“ გვაქვს საქმე, რომლებსაც ფუნდამენტურად არ ესმით, რა განსხვავებაა საბჭოთა საზოგადოებასა და დემოკრატიულ სამყაროს შორის.

საჩუქარი არის ჩვეულებრივი კორუფციული მოვლენა, როდესაც საქმე ეხება მაღალი თანამდებობის პირს და როდესაც ეს საჩუქარი აღემატება კანონით დადგენილ ზღვარს, ჩვეულებრივი კორუფციული მოვლენაა.

აღმოჩნდება, რომ დაქალებმა დაბადების დღე გადაუხადეს, ოღონდ მერე ეს კერძო დაცვად დაიქირავეს, ანუ იმათაც ხელფასები გადაუხადეს, მთელი არგუმენტი, რომ პრემიერის ოჯახს იცავს - კი, თუ პრემიერის ოჯახი ამაზე თანხმობას იტყვის.

ის, რასაც ეკრანზე ვუყურებდით, ეზოში, მანქანებთან მყოფი დაცვა, ეს არ არის ის დაცვის მასშტაბი, რომელიც ეკუთვნის პრემიერის მეუღლეს ეკუთვნის, ეს არის დამატებითი ზომები, რომელიც სპეციალური დაცვის სამსახურის უფროსმა შეიძლება მიიღოს, მაგრამ ამას დასაბუთება სჭირდება, ეს დოკუმენტიც უნდა აჩვენონ,რით ასაბუთებენ ამხელა ჯარით მომსახურებას კერძო პირების მიერ ორგანიზებულ დაბადების დღეს,“ - ამბობს თინა ხიდაშელი.