ვინ მიიღო შოვის ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე გამაფრთხილებელი შეტყობინება?
ვინ მიიღო შოვის ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე გამაფრთხილებელი შეტყობინება? კითხვა დღის წესრიგში "შაბათის ეთერის" გამოძიების შემდეგ დადგა. გასაჯაროებულია მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გააფრთხილა ყველა, რომ მოსალოდნელი იყო მეწყერი და ღვარცოფული პროცესები.
ახლა უნდა დადგინდეს, ვინ გამოიჩინა გულგრილობა, ვინ არ იფიქრა ადამიანებზე და ვინ შეუწყო ხელი დუმილით დიდ ტრაგედიას ქვეყანაში
პარალელურად ოპოზიცია ამტკიცებს, რომ შოვში კალაძე-კობახიძის კორუფციულ ინტერესებს მიაგნეს. თუ დადასტურდა ცხადია, ეს საქმეს კიდევ უფრო ამძიმებს.
"ოცნება" კი როგორც ჩანს დუმილის რეჟიმში თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობს. ტრაგედიის შემდეგ პირველად დღეს პარლამენტში გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომა ჩატარდა და რომ არა ოპოზიცია, მმართველი გუნდი არცერთი სიტყვის თქმას არ გეგმავდა ამ თემაზე. რადგან საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ იყო შეტანილი.