ღარიბაშვილი ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს - ვინ რა საფრთხეებს ხედავს ახალ გადაწყვეტილებაში
კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას შესაძლოა, მძიმე ფასი დაუჯდეს. ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმებას ჩინელებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესება მოყვა. ეს არის ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების ღია დეკლარირება - ოპოზიცია იმ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ჩინეთთან დაახლოებას და შესაბამისად ევროპასთან დაშორებას მოჰყვება.
ოფიციალური პეკინის ინტერესებზე მორგებული შეთანხმება და გეოპოლიტიკური განაცხადი - ეს უკვე ყოფილი თავდაცვის მინისტრის შეფასებაა. ჩვენი პარტნიორების მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად ქართული ოცნება რუსულ-ჩინურ ორბიტას ირჩევს.