დავა კობახიძის წინააღმდეგ - "ოცნების" თავმჯდომარეს სავარაუდოდ სასამართლოში წარდგომა მოუწევს

11.09.23 20:50
დავა კობახიძის წინააღმდეგ - "ოცნების" თავმჯდომარეს სავარაუდოდ სასამართლოში წარდგომა მოუწევს

მამუკა ხაზარაძე ირაკლი კობახიძისგან ბოდიშს ელოდება, ოღონდ სასამართლოს იძულების გზით.  კობახიძის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაანონსებულია.  ეს ფასი უჯდება "ქართულ ოცნების" ლიდერს მამუკა ხაზარაძეზე მიტანილი იერიში. "ლელოს" თავმჯდომარე კობახიძისგან ბოდიშის მოხდას  ცილისწამების, პატივისა და ღირსების შელახვისთვის  ითხოვს.  

ოპონენტის ამ სვლამ "ოცნების" ლიდერს სავარაუდოდ უკან დაახევინა, დღეს აღარც ხაზარაძის მიერ ბინზეს რეკეტზე უსაუბრია და მითუმეტეს არც იმაზე, აქვს თუ არა მძიმე ბრალების ერთი მტკიცებულება მაინც.