ვწუხვარ, თბილისი რუსების ევროპაში გაყვანის ჰაბად იქცა - ჯოზეფ ბორელი

12.09.23 09:59
ვწუხვარ, თბილისი რუსების ევროპაში გაყვანის ჰაბად იქცა - ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელი საქართველოში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადებას ავრცელებს. 

ბლოგპოსტში ბორელი მწუხარებას გამოთქვამს, რომ "თბილისი რუსების ევროპაში გაყვანის ჰაბად იქცა": 

ვწუხვართ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები აღდგა, რის შედეგადაც თბილისი რუსების ევროპაში გაყვანის ჰაბად იქცა. ასევე, აუცილებელია უფრო აქტიური ჩართულობა რუსეთის ჰიბრიდული ქმედებების წინააღმდეგ, რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ"- წერს ბორელი. 

 ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი წერილში აღნიშნავს იმასაც, რომ ევროკავშირი დამოუკიდებელი მედიისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას გააგრძელებს: 

ევროკავშირი გააგრძელებს დამოუკიდებელი მედიისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, რათა ხელი შევუწყოთ საინფორმაციო მანიპულაციებისადმი [საზოგადოების] მდგრადობას. დამოუკიდებელ მედიასა და მიუკერძოებელ ინფორმაციაზე წვდომა დემოკრატიის საფუძველია"- აღნიშნავს ბორელი.