EU-ს კარი ღიაა, იმედია ქართველი ლიდერები ამ ისტორიულ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ - ბორელი

12.09.23 10:17
EU-ს კარი ღიაა, იმედია ქართველი ლიდერები ამ ისტორიულ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ - ბორელი


ევროკავშირში გაწევრიანება ეროვნული მიზანია, რომელიც პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს - ასეთია ჯოზეფ ბორელის მთავარი გზავნილი. 

 ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოს შეუძლია, EU-ს იმედი ჰქონდეს და იქვე იმედს გამოთქვამს, რომ ქართველი ლიდერები შანსს არ გაუშვებენ. 

მისი თქმით, ხელისუფლებამ და მმართველმა პარტიამ უნდა იმუშაონ იმ პირობების შექმნაზე, რომლებიც ამ თანამშრომლობას შესაძლებელს გახდიან.

ჩემი მთავარი გზავნილი საქართველოს ლიდერებისა და მოქალაქეებისთვის იყო ნათელი: საქართველოს შეუძლია, ევროკავშირის იმედი ჰქონდეს და ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა. ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას თავის ევროპულ გზაზე და იმედი გვაქვს, რომ ქართველი ლიდერები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ხელიდან არ გაუშვან ეს დიდი შესაძლებლობა" - წერს ბორელი.