ჩინეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა - ვლადიმერ პუტინი

12.09.23 10:31
ჩინეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა - ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებმა უპრეცედენტო ისტორიულ დონეს მიაღწია. რუსეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერთან, ჩჟან გოცინთან შეხვედრის დროს განაცხადა.

პუტინმა უპრეცედენტო და ისტორიული უწოდა ფაქტს, რომ ჩინეთის პრეზიდენტი ხელახლა არჩევის შემდეგ პირველი ვიზიტით რუსეთს ეწვია. 

"ეს არის ნიშანი იმისა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობამ, ბოლო წლებში, აბსოლუტურად უპრეცედენტო ისტორიულ დონეს მიაღწია. ამ მუშაობას ერთად გავაგრძელებთ", - განაცხადა პუტინმა.

 ცნობილია, რომ პუტინი აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმში იღებს მონაწილეობას. ის ღონისძიების ფარგლებში ჩინეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა სადაც თქვა, რომ მას და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს "მეგობრული პირადი და საქმიანი ურთიერთობები აქვთ". 

მსგავსი სიახლეები