თუშეთში, სოფელ ომალოში მოქალაქემ სარდაფში ცხედარი იპოვა
თუშეთში, სოფელ ომალოში მშენებარე სახლის მეპატრონემ, სარდაფში ცხედარი იპოვა - ადგილზე გამოძახებულ პოლიციას კი უმძიმესი სურათი დახვდა - კაცი ჭერზე თოკით იყო დაკიდებული.
ირკვევა, რომ სახლის მეპატრონე წლების განმავლობაში ემიგრაციაში ცხოვრობდა და სამშობლოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.
ფაქტი "პირველებს" თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის დირექტორმა, ლადო კახოიძემ დაუდასტურა.
მისი თქმით, ცხედარი სავარაუდოდ, კორეის მოქალაქეს ეკუთვნის, რომელიც საქართველოში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდა.
პოლიცია და ექსპერტები ადგენენ, როდის მოხდა შემთხვევა, არაოფიციალური ინფორმაციით, გვამი გახრწნილია, ამიტომ ომალოში ეჭვობენ, რომ ფაქტი 1 წლის წინ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.