ვინ აანაზღაურა სამთავრობო თვითმფრინავის დაქირავების ხარჯები - "ლელო" ჩუბინიძისგან დოკუმენტებს ითხოვს
პრემიერის სკანდალური ჩარტერი - სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს 10 დღე აქვს იმისთვის, უპასუხოს "ლელო საქართველოს" სადეპუტატო კითხვას, ვინ გადაიხადა პრემიერის რეისში ფული.
უფრო კონკრეტულად, "ლელო" ანზორ ჩუბინიძისგან ხელშეკრულებას და გადარიცხვის დოკუმენტების გასაჯაროებას ითხოვს.
როგორც სალომე სამადაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს ყველაფერი რაც სამთავრობო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენებას შეეხება.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების და კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით "ლელო" გამოვიდა ინიციატივით, რომ საჭიროა დავიწყოთ პრემიერის იმპიჩმენტის პროცედურა.
გუშინ მთავრობის პროპაგანდისტები და რუსული ოცნების წარმომადგენლები მთელი დღის მანძილზე ატყუებდნენ საზოგადოებას, რომ თითქოს პრობლემას არ წარმოადგენს პრემიერ მინისტრის ოჯახის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება იმიტომ, რომ თანხები, რომელიც ამაში დაიხარჯა არ იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებული.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ ეს თანხები არ იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღებული, მაშინ ჩვენ საქმე გვაქვს, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებასთან პრემიერ მინისტრის მხრიდან. შესაბამისად, იმის პარალელურად, რომ ჩვენ დღეს ვამზადებთ იმპიჩმენტის შესაბამის პროცედურას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამოვითხოვოთ ის ინფორმაცია, რომელიც არის საჯარო და საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, რაც უკავშირდება აღნიშნული ბორტად სარგებლობას, ამიტომ მე მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ დღეს ოფიციალურად მივმართავ ბატონ ჩუბინიძეს, საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს უფროსს და მთელი რიგი შეკითხვები, მას გაეგზავნება, რომელზეც ის ვალდებულია, კანონის წინაშე გაგვცეს პასუხი. კონკრეტულად ჩვენ გვაინტერესებს, ვინ აანაზღაურა ის უზარმაზარი ხარჯები, რაც უკავშირდებოდა ღარიბაშვილის ოჯახის მიერ, სამთავრობო თვითმფრინავის დაქირავებას. გვაინტერესებს პირველად მოხდა, თუ გასული 5 წლის მანძილზე იყო სხვა შემთხვევებიც, როდესაც ღარიბაშვილმა ისარგებლა სახელმწიფო რესურსებით საკუთარი ოჯახის სასარგებლოდ და საკუთარი მიზნებისთვის, გვაინტერესებს ვინ გადაიხადა ღირებულება ამ სამთავრობო თვითმფრინავის ქირაობის ანუ კონკრეტულად ვინ არის ის პირი, ვინც სავარაუდოდ ქრთამი შესთავაზა პრემიერ მინისტრს.
ყველა ეს შეკითხვა საჭიროებს უსწრაფეს პასუხს იმიტომ, რომ საზოგადოებას სჭირდება პასუხი შეკითხვაზე", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
მისი თქმით, "საზოგადოებას უკვე კარგად ესმის, რომ ღარიბაშვილი არის კორუმპირებული, მექრთამე მინისტრი, მაგრამ ჩვენ ასევე გვჭირდება ვიცოდეთ, ვინ მონაწილეობს კორუფციის მეორე მხარეში".
კორუფციას ყოველთვის ჰყავს, როგორც ამღები ასევე მიმცემი. ამიტომ ველოდებით ყველა ამ შეკითხვაზე უსწრაფესად პასუხს.
მინდა, ერთი რამ განვმარტო. რა არის განსხვავება გამოძიების მოთხოვნასა და იმპიჩმენტი პროცედურას შორის, ჩვენ "ლელოს" მიგვაჩნია, რომ სახეზე არის სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული. ჩვენი კონსტიტუცია ამბობს, რომ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში, რეაგირება სახელმწიფო უწყებების მიმართ და სახელმწიფო თანამდებობის პირების მიმართ, ეს არის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება. ვისაც სჯერა, რომ ის პროკურატურა, რომელიც სრულად კონტროლდება ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოძიება და დაადგენს სიმართლეს ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების შეახებ, ცხადია შეუძლია მიმართოს პროკურატურას. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ, პასუხი ჩვენს კითხვებზე და გვჭირდება ის, რომ კორუმპირებული პრემიერ მინისტრი ნარ აგრძელებდეს საკუთარ საქმიანობას დაკავებულ თანამდებობაზე