ვინც პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, ეს მათი პოლიტიკური მომავლისთვის მძიმე იქნება - დეკანოიძე

12.09.23 12:06
ვინც პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, ეს მათი პოლიტიკური მომავლისთვის მძიმე იქნება - დეკანოიძე

ხატია დეკანოიძის განცხადებით, ვინც პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, ეს მათი პოლიტიკური მომავლისთვის მძიმე იქნება.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ იმ პროცესში, როდესაც პარლამენტში ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის ხმის მიცემა დაიწყება, გარანტიას ვერავისზე დებს, ვინ შეიძლება დაუჭიროს ხმა ამ პრეზიდენტის გადაყენება.

მე ვერავისზე გარანტიას ვერ ავიღებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ვინც მხარს დაუჭერს ეს იქნება მძიმე დარტყმა ამ პოლიტიკოსის მომავლისთვის იმიტომ, რომ ეს იქნება ფაქტი ძალიან სერიოზული მძიმე მოვლენა, რაც გულისხმობს იმას, რომ ანტიდასავლური კამპანია კიდევ გააძლიეროს "ქართულმა ოცნებამ" იმპიჩმენტით", - ამბობს ხატია დეკანოიძე.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ "ოცნების" სარჩელი შევიდა. მოსამართლეთა პლენუმს ახლა მაგიდაზე ირაკლი კობახიძის  დასაბუთება უდევს, რომლითაც "ოცნების" ლიდერი ამტკიცებს, რომ  ევროპული ტურნეს დროს სალომე  ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. ამ პროცესით კი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ოფიციალურად იწყება. რამდენიმე კვირიანი დაპირების ფონზე კი "ოცნება" აანონსებს, რომ პრეზიდენტს გადააყენებენ.

ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის ხელისუფლებას და მის სატელიტებს ხმები არ ჰყოფნით, თუმცა პრეზიდენტის გადაყენება იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ 12 ოპოზიციონერ დეპუტატს გადაიბირებენ.

დღის ბოლომდე, სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სარჩელი გასაჯაროვდება და საკონსტიტუციო სასამართლოს ერთი თვე ექნება იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიიღოს.