"ენმ"-მ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
ლაშა ფარულავას თქმით, შოვის ტრაგედია პირდაპირ კავშირშია ირაკლი ღარიბაშვილის, ვახტანგ გომელაურის, ლევან დავითაშვილის დანაშაულებრივ უმოქმედობასთან და ამავდროულად კორუფციულ ინტერესებთან.
რაჭის სტიქია და შოვში ტრაგედიის მასშტაბები პირდაპირ კავშირშია ირაკლი ღარიბაშვილის, ვახტანგ გომელაურის, ლევან დავითაშვილის დანაშაულებრივ უმოქმედობასთან და კორუფციულ ინტერესებთან. სწორედ ამასთან დაკავშირებით ჩვენ რვა პასუხისმგებელ უწყებას სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემაზე 47 შეკითხვით მივმართეთ 11 აგვისტოს, თუმცა არ ცერთ შეკითხვაზე პასუხი არ მიგვიღია, ვინაიდან ისინი მალავენ საკუთარ დანაშაულს, ამიტომ ჩვენ ამ უწყებებს ვიბარებთ სასამართლოში და ამასთან დაკავშირებით შეგვაქვს სასჯელი და მოვთხოვთ საჯარო ინფორმაციაზე პასუხებს კონკრეტულ კითხვაზე თუ რატომ მიატოვეს შოვის ტრაგედიისას სამი საათის განმავლობაში.
ადამიანები მთავრობამ დატოვა სტიქიის პირისპირ და ტრაგედიის მასშტაბები პირდაპირ კავშირშია მთავრობის დანაშაულებრივ უმოქმედობასთან და ჩვენ შედეგად მივიღეთ 32 დაღუპული, 2 დაკარგული და 2 ადამიანი სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების დროს გარდაიცვალა. ამაზე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი არის ირაკლი ღარიბაშვილი",- თქვა ლაშა ფარულავამ.