უტიფარი ტყუილი - დეკანოიძე პრემიერის ვერსიაზე
უტიფარი ტყუილი - ასე აფასებს ხატია დეკანოიძე პრემიერის გარემოცვის ვერსიას, რომ პრემიერს 100 000 ლარად სამთავრობო თვითმფრინავი პენსიონერმა მამამ უქირავა.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ტყუილია, რომ ღარიბაშვილის პენსიონერ მამამ 40 000 ევრო გადაიხადოს ჩარტერის კომერციული რეისის დაქირავებაში.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო უტიფარი ტყუილი, მიუხედავად იმ უტიფრობის კორიანტელში, რომელიც ჩვენ არაერთხელ გვიხილავს საქართველოს პრემიერ მინისტრისგან, რომ პენსიონერ მამას აქვს შესაძლებლობა იმის, რომ 40 000 ევრო გადაიხადოს ჩარტერის კომერციული რეისის დაქირავებაში, რა თქმა უნდა ეს არის ტყუილი, ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, რომ ეს არის ან ბიუჯეტის ხარჯზე გაწეული ანგარიშსწორება ან საკუთარი შემოსავლებით ღარიბაშვილის მიერ, რომელიც წესით არ უნდა ჰქონდეს იმიტომ, რომ საჯარო მოხელეს, ვინც მუშაობს სახელმწიფო სტრუქტურაში, არ შეიძლება 40 000 ჰქონდეს დანაზოგი. გამოძიებაა დასაწყები პირველ რიგში, სისხლის სამართლის დანაშაულია ეს თუ ერთიც და მეორეც, ამიტომ საქმე გვაქვს კორუფციასთან", - ამბობს ხატია დეკანოიძე.