ბარაქალა მათ, ბატონ ტარიელს და ბატონ ირაკლის ძალიან კარგი მამა-შვილობა აქვთ - იაგო ხვიჩია
"გირჩის" ლიდერი, იაგო ხვიჩია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებას ირონიული კომენტარით იუმორით ეხმიანება.
ხვიჩიას თქმით, რომ არა მამა, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვდებოდა:
მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ბატონ ტარიელს და ბატონ ირაკლის კაი მამაშვილობა აქვს და ძლიან ზრუნავენ ერთმანეთზე, უფრო მეტიც, პრემიერ მინისტრობის დროსაც, რომ არა ბატონი ტარიელი ბატონი ღარიბაშვილი, მე მგონი, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვდებოდა, აი ეს ფრენაც ამის მანიშნებელია და ბარაქალა მათ მამაშვილობას. მამაშვილობას დოკუმენტები არ სჭირდება, ისედაც სანდო ურთიერთობაა. ის პრემიერის მამა, რომელიც ეხმარება თავის შვილის, რომელიც ხელმოკლედ ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერია. მე ვენდობი მამაშვილობის სიწმინდეს", - ამბობს იაგო ხვიჩია.
რამდენიმე წუთის წინ, ანზორ ჩუბინიძემ მედიას უთხრა, პრემიერს 100 ათას ლარად სამთავრობო თვითმფრინავი მამა უქირავა.