გამოვიდეს გენერალური პროკურორი და თქვას, რა გააკეთა ღარიბაშვილმა - თამარ კორძაია

12.09.23 13:23
გამოვიდეს გენერალური პროკურორი და თქვას, რა გააკეთა ღარიბაშვილმა - თამარ კორძაია

 ოპოზიცია პრემიერის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენებაზე პროკურატურისგან განმარტებას ითხოვს. 

თამარ კორძაიას თქმით, შოთაძეს გამოძიების დაწყების საფუძველი აქვს: 

გამოვიდეს გენერალური პროკურორი და თქვას, რა გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა. კანონი მას ავალდებულებს დაიწყოს გამოძიება იმიტომ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, გამოძიების დაწყების საფუძველი მას აქვს - პრემიერ მინისტრს ეხება, მისი უშუალო კომპეტენციაა, ამიტომ ნუ ავარიდებთ პასუხისმგებლობას იმ უწყებებს, რომლებსაც ევალებათ კონკრეტული ქმედებების დაწყება", - ამბობს თამარ კორძაია.