"ძალიან ცდებიან" - ენმ ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაში მონაწილეობას არ მიიღებს

12.09.23 13:33
"ძალიან ცდებიან" - ენმ ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაში მონაწილეობას არ მიიღებს

ენმ ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაში მონაწილეობას არ მიიღებს. ლევან ბეჟაშვილის თქმით, ცდებიან ის ადამიანები ოპოზიციიდან, რომლებიც ინტერესთა თანხვედრას აკეთებენ "ნაციონალურ მოძრაობასა" და იმპიჩმენტის პროცედურას შორის მათ მოუწოდებს სხვა მოწინააღმდეგეზე ფოკუსირდნენ.

ძალიან ცდებიან ის ადამიანები ოპოზიციიდან, რომლებიც გარკვეულ ინტერესთა თანხვედრას აკეთებენ ნაციონალურ მოძრაობასა და იმპიჩმენტის პროცედურას შორის, ცალსახად ამგვარი თამაშის წესები მიუღებელია ჩვენთვის. იმთავითვე განვაცხადეთ, რომ ამ იმპიჩმენტის პროცედურაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მონაწილეობას არ მიღებს და უმჯობესი არის, ყველა ოპოზიციური პარტია სხვა მოწინააღმდეგეზე ფოკუსირდეს. ქვეყანას ჰყავს რუსი ოლიგარქი", - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ "ოცნების" სარჩელი შევიდა. მოსამართლეთა პლენუმს ახლა მაგიდაზე ირაკლი კობახიძის  დასაბუთება უდევს, რომლითაც "ოცნების" ლიდერი ამტკიცებს, რომ  ევროპული ტურნეს დროს სალომე  ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. ამ პროცესით კი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ოფიციალურად იწყება. რამდენიმე კვირიანი დაპირების ფონზე კი "ოცნება" აანონსებს, რომ პრეზიდენტს გადააყენებენ.

ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის ხელისუფლებას და მის სატელიტებს ხმები არ ჰყოფნით, თუმცა პრეზიდენტის გადაყენება იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ 12 ოპოზიციონერ დეპუტატს გადაიბირებენ.

დღის ბოლომდე, სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სარჩელი გასაჯაროვდება და საკონსტიტუციო სასამართლოს ერთი თვე ექნება იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიიღოს.