პატარა ბავშვი არცერთი დეპუტატი არ არის, მიმეჭირა, მომეჭირა, გამეჭირა, ვერ გამოუვა ვერცერთს - ვაშაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურისას პარლამენტში არცერთ დეპუტატს არ გამოუვა "მიმეჭირა, მომეჭირას" თქმა და ზუსტად გამოჩნდება ვისი გადაბირების შანსი აქვს ოცნებას.
ყველა, ვინც იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს ხელს აწერს კონტრაქტს რუსულ ინტერესებთან თანამშრომლობაზე, რასად დღეს საქართველოში ატარებს ივანიშვილის ქართული ოცნება, ძალიან მარტივი ყველაფერი და პატარა ბავშვი არცერთი დეპუტატი არ არის რა, მიმეჭირა, მომეჭირა, გამეჭირა, ვერ გამოუვა ვერცერთ შემთხვევაში. გარანტიას გაძლევთ, რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, სტრატეგია აღმაშენებლის მხრიდან არავის გადაბირების შანსი არ არსებობს", - ამბობს გიორგი ვაშაძე.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ "ოცნების" სარჩელი შევიდა. მოსამართლეთა პლენუმს ახლა მაგიდაზე ირაკლი კობახიძის დასაბუთება უდევს, რომლითაც "ოცნების" ლიდერი ამტკიცებს, რომ ევროპული ტურნეს დროს სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. ამ პროცესით კი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ოფიციალურად იწყება. რამდენიმე კვირიანი დაპირების ფონზე კი "ოცნება" აანონსებს, რომ პრეზიდენტს გადააყენებენ.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის ხელისუფლებას და მის სატელიტებს ხმები არ ჰყოფნით, თუმცა პრეზიდენტის გადაყენება იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ 12 ოპოზიციონერ დეპუტატს გადაიბირებენ.
დღის ბოლომდე, სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სარჩელი გასაჯაროვდება და საკონსტიტუციო სასამართლოს ერთი თვე ექნება იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიიღოს.