დეპოლარიზაცია მოხდება მაშინ, როცა 12 პუნქტის რეალიზება მოხდება - გიორგი ვაშაძე

12.09.23 13:37
დეპოლარიზაცია მოხდება მაშინ, როცა 12 პუნქტის რეალიზება მოხდება - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დეპოლარიზაცია მაშინ მოხდება, როცა ევროკომისიის 12 რეკომენდაცია შესრულდება. გიორგი ვაშაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი კარგად ხედავს, რომ ქვეყანას დღეს პრურუსული ხელისფლება მართავს, მათ მკაფიოდ თქვეს, რომ ევროკავშირის კარი საქართელოსთვის ღიაა. 

მისი განცხადება, ცასალხად, ნიშნავს, რომ ევროკავშირი თვლის, რომ დღეს საქართველოს მართავს პრორუსული ძალა „ქართული ოცნების“ სახით. მეორე, რომ მიუხედავად ამისა, კარი ღიაა და სრული კონსესუსია ევროკავშირის მხარეს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფლებიანი წევრი. მესამე, ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე, რაც არ უნდა შეეცადოს პრორუსული „ქართული ოცნება“, რომელმაც პლაცდარმი შექმნა, თუ დავესესხებით ბატონ  ბორელს, საქართველოში რუსების გამტარიანობის და მთელი რუსული ინტერესების გატარების, „არას“, და ეს ჩვენ შეხვედრებზეც მივიღეთ გარანტია, საქართველო არ მიიღებს დეკემბერში. დეპოლარიზაცია მოხდება მაშინ, როცა 12 პუნქტის რეალიზება მოხდება, - ამბობს გიორგი ვაშაძე.