საიდან აქვს პრემიერის პენსიონერ მამას, ჩარტერული რეისის დასაქირავებლად 34 000 ევრო - რა თქვა კობახიძემ
ყველაფერი არის სუფთა, ყველაფერს გაიგებთ პრემიერისგან - ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ჩარტერზე დასამალი არაფერი აქვს, თუმცა არ პასუხებს კითხვას, საიდან აქვს პრემიერის პენსიონერ მამას, ჩარტერული რეისის დასაქირავებლად 34 000 ევრო.
როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ჟურნალისტებს უთხრა, ღარიბაშვილი ყველაფერს დეკლარაციაში ასახავს.
ჩემი პრეროგატივა არ არის ამის თქმა, ყველაფერს გაიგებთ პრემიერისგან, როცა დეკლარაცია გამოქვეყნდება, არაფერი დასამალი არ აქვს პრემიერს, ყველაფერი არის სუფთა განსხვავებით იმ პარტიის ბელადისგან, რომელიც სპეკულირებს ამ თემით" - ამბობს კობახიძე.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ღარიბაშვილის დაცვის პარალელურად დღეს იერიში პატიმრობაში მყოფ სააკაშვილზე მიიტანა და ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი "ბიუჯეტის ხარჯზე იწყობდა საკუთარ კეთილდღეობას".