ზურაბიშვილმა რადიკალური ოპოზიციის იმედად დაარღვია უხეშად კონსტიტუცია - კობახიძე

12.09.23 14:04
ზურაბიშვილმა რადიკალური ოპოზიციის იმედად დაარღვია უხეშად კონსტიტუცია - კობახიძე

"ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა რადიკალური ოპოზიციის იმედად დაარღვია უხეშად კონსტიტუცია.

კობახიძის თქმით, პრეზიდენტმა ბოლომდე ვერ გარისკა და ევროპაში საკუთარი ხარჯებით იმიტომ წავიდა, რომ ამ ნაწილში ოპოზიციის იმედი არ ჰქონდა.

"ოცნების" ლიდერი ამბობს, რომ იმპიჩმენტის საკითხი დღეს ოფიციალურად დაიწყო და მისი თქმით, კიდევ ერთხელ მოხდება ლუსტრაცია რადიკალური ოპოზიციის და პრეზიდენტის თანამშრომლობის .

პოლარიზაციას აღრმავებს არა იმპიჩმენტის პროცედურა, არამედ კონსტიტუციის უხეში დარღვევა. ამასთან დაკავშირებით საზოგადოება თავის დასკვნას გამოიტანეს. იმპიჩმენტი არა, კონსტიტუცია არის ჩვენს ქვეყანაში მაპოლარიზებელი ფაქტორი ჩვენს ქვეყანაში.

ზურაბიშვილი პირდაპირ უპირისპირდება იმ მიზანს, რასა ჰქვია კანდიდატის სტატუსი  და მოქმედებს რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგით და მეორე, კონსტიტუციის უხეში დარღვევა არის ის, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში პოლარიზაციას. აქედან გამომდინარე საზოგადოებამ განსაჯოს, ვის ინტერესშია პოლარიზაცია

ზურაბიშვილმა რადიკალური ოპოზიციის იმედად დაარღვია უხეშად კონსტიტუცია. მან დაარღვია კონსტიტუცია, მაგრამ მოერიდა დანაშაულის ჩადენას, იცით, რომ მან თავად გასწია ხარჯები. ეს ნიშნავს, რომ დანაშაულის ამ ნაწილში მას არ ექნებოდა რადიკალური ოპოზიციის იმედი და ვერ გარისკა, თუმცა მან გარისკა კონსტიტუციის ნაწილში, რადგან სწორედ აქ ჰქონდა რადიკალური ოპოზიციის იმედი.

იმპიჩმენტის საკითხი არის ოფიციალურად დღეს დაწყებული. კიდევ ერთხელ მოხდება ლუსტრაცია რადიკალური ოპოზიციის და პრეზიდენტის თანამშრომლობის და იმის, რომ მათ ჰყავთ საერთო პატრონი.".- ამბობს კობახიძე.