კუბილიუსს ვერ წარმოუდგენია საქართველო ევროკავშირში „ნაცმოძრაობის“ გარეშე, ღმერთმა ხელი მოუმართოს - კობახიძე
კუბილიუსს ვერ წარმოუდგენია საქართველო ევროკავშირში „ნაცმოძრაობის“ გარეშე, ღმერთმა ხელი მოუმართოს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარის განცხადებას.
კობახიძის თქმით, საზოგადოებას კარგად გაიგო, თუ ვინ არის კუბილიუსი.
„კუბილიუსს ვერ წარმოუდგენია საქართველო ევროკავშირში „ნაცმოძრაობის“ გარეშე, ღმერთმა ხელი მოუმართოს. გასაგებია მათი [კუბილიუსის და „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობრობა. ვინ არის კუბილიუსი, ძალიან კარგად გაიგო ქართულმა საზოგადოებამ, “, - განაცხადა კობახიძემ.
ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ საქართველოს ამ ხელისუფლების პირობებში ევროკავშირში არავინ მიიღებს და ქართველმა ხალხმა საპარლამენტო არჩევნებზე ეს უნდა გაითვალისწინოს.