პრემიერის ჩარტერი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, შუაში ყურძენი დასჭირდათ გასათეთრებლად - ჯაფარიძე

12.09.23 14:13
პრემიერის ჩარტერი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, შუაში ყურძენი დასჭირდათ გასათეთრებლად - ჯაფარიძე

პრემიერის ფრენა სამთავრობო თვითმფრინავით ბიუჯეტიდან დაფინანსდა და შუაში ყურძენი დასჭირდათ გასათეთრებლად - ამის შესახებ  "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. 

ჯაფარიძე ამბობს, რომ შპს მოვლის მართვის კომპანიამ წელს, 29 აგვისტოს, გამარტივებული წესით გაუფორმა ხელშეკრულება შპს "ქართული ფესვებს", რომელიც პრემიერმინისტრის მამის, ტარიელ ღარიბაშვილისაა.

მისივე თქმით, ტარიელ ღარიბაშვილის კომპანიას 150 000 ლარს უხდიან წლის ბოლომდე, რომ ყურძენი გადაამუშაოს. 

ფული საიდან?

ეკონომიკის სამინისტროს აქვს სსიპ 'საწარმოთა მართვის სააგენტო'

სსიპ 'საწარმოთა მართვის სააგენტოს' აქვს შპს 'მოსავლის მართვის კომპანია'

შპს 'მოსავლის მართვის კომპანია'-მ წელს, 29 აგვისტოს, გამარტივებული წესით გაუფორმა ხელშეკრულება შპს 'ქართული ფესვები'-ს

შპს 'ქართული ფესვები' არის ტარიელ ღარიბაშვილის

150,000 ლარს უხდიან წლის ბოლომდე რომ ყურძენი გადაამუშაოს (კილო 10 თეთრი)

ტარიელმაც აიღო და ბორტი #1 უქირავა შვილს რომ შვილიშვილი წაეყვანა პენსილვანიაში

ბოლო აბზაცის გარდა ყველა ეს ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია

ანუ, ლევან დავითაშვილმა ბიუჯეტიდან დააფინანსა პრემიერის ფრენა სამთავრობო თვითმფრინავით და შუაში ყურძენი დასჭირდათ გასათეთრებლად

ციცქა ცოლიკაურიაო ამბობენ", - ამბობს ჯაფარიძე გავრცელებულ პოსტში.

"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ შპს მოვლის მართვის კომპანიამ წელს, 29 აგვისტოს, გამარტივებული წესით გაუფორმა ხელშეკრულება შპს "ქართული ფესვებს", რომელიც პრემიერმინისტრის მამის, ტარიელ ღარიბაშვილისაა.