კუბილიუსები და მსგავსი ტიპაჟები არიან ამ ქვეყნის მტრები - კალაძე
"ქართულმა ოცნებამ" ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი "ქვეყნის მტრად" გამოაცხადა. კახა კალაძის ტქმით, კუბილიუსს საქართველოს მომავალი არ აინტერესებს:
კუბილიუსები და მსგავსი ტიპაჟები, პირდაპირ ვიტყვი, რომ არიან ამ ქვეყნის მტრები, საქართველოს ევროპული მომავლის მტრები - ამ ადამიანებს, კუბილიუსებს და მსგავს ელემენტებს, საერთოდ არ აინტერესებთ ამ ქვეყნის მომავალი, არ აინტერესებთ ჩვენი ევროინტეგრაცია.
მათ აქვთ ერთადერთი ინტერესი, ნაციონალური მოძრაობა. კუბილიუსი ვერ იქნება ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები"- აცხაებს კალაძე.