"ლომჯარია გაქანებული ნაციონალია" - კობახიძე

12.09.23 14:28
"ლომჯარია გაქანებული ნაციონალია" - კობახიძე

ირაკლი კობახიძემ ყოფილ სახალხო დამცველს, პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტის" დამფუძნებელს ნინო ლომჯარიას გაქანებული ნაციონალი და უცხოური აგენტი უწოდა.

კობახიძემ განაცხადა, რომ ხალხს ვერ მიჰყიდიან შუაშისტად ლომჯარიას. მისი თქმით, ეს არც გახარიას შემთხვევაში გამოუვიდათ.

კობახიძის იერიშის სამიზნე გახდა დათო ტურაშვილიც. "ოცნების" თავმჯდომარე მწერალს ბრალად კეზერაშვილის ტელევიზიიდან ხალხის დამოძღვრას უყენებს.

ლომჯარიათი როგორ უნდა მოატყუო ქართველი ხალხი, პირდაპირ წარმოუდგენელია. ეს ადამიანი ერთ-ერთი უცხოელი აგენტი, გაქანებული ნაციონალია. გახარია ვერ მიყიდეს საზოგადოებას, რომელიც პრემიერი იყო მანამდე და ლომჯარია როგორ უნდა მიყიდონ შუაშისტად ქართულ საზოგადოებას. აქედან ჩანს, რომ ეს ადამიანები, რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები საერთოდ ვერ გრძნობენ პასუხისმგებლობას, ვერ გრძნობენ იმას, რომ მაგალითად ლომჯარიას ვერ მიჰყიდი ხალხს შუაშისტად და ვერც დათო ტურაშვილს მიყიდი ხალხს, რომელიც გამოდის და დათო კეზერაშვილის ტელევიზიიდან მოძღვრავს ხალხს".- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები