"სად მშვილდაძე და სად მედია? მისი საქმე არ მაინტერესებს" - კობახიძე

12.09.23 14:34
"სად მშვილდაძე და სად მედია? მისი საქმე არ მაინტერესებს" -  კობახიძე

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ამბობს, რომ "ფორმულას" დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის საქმე არ აინტერესებს. 

"სად მშვილდაძე და სად მედია?" - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან. 

მე როგორც ვიცი სასჯელი დადგა. მშვილდაძეს არავითარი კავშირი არ აქვს მედიასთან, ამიტომ არ მაინტერესებს მე არც მშვილდაძე და არ მისი საქმე - ამბობს ის.

კობახიძე უფრო შორს წავიდა და თქვა, რომ ოპოზიციურ არხებს რეიტინგი არ აქვთ: 

ფორმულა არის ერთპროცენტიანი ტელევიზია და ეს არის ყველაზე საოცარი ინვესტიცია. მილიონობით დოლარი აქვს დახარჯული ნაძარცვი ფული კეზერაშვილს ამ ტელეკომპანიაში და ორი საოცარი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ერთი - ერთპროცენტიანი ფორმულა და მეორე ერთპროცენტიანი ხაბეიშვილ. ერთი მედიაში- მეორე პოლიტიკაში" - თქვა კობახიძემ. 

მას შემდეგ, რაც სპეციალურმა საგამოძიებო უწყებამ ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის საქმე დახურულად გამოაცხადა, დაზარალებული დავას საერთაშორისო სასამართლოში გაგრძელებას აპირებს.