პრეზიდენტმა რუბიკონი გადალახა, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, რომ 12 დეპუტატს შორის არ აღმოჩნდნენ - აქუბარდია
დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ პრეზიდენტმა "ოცნების" წინააღმდეგობების მიუხედავად ევროკავშირის დედაქალაქებში სტუმრობით რუბიკონი გადალახა და ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, რომ სხვადასხვა მიზეზით, ოცნების პოლიტიკური დავალება არ შეასრულოს და იმ 12 დეპუტატს შორის არ აღმოჩნდეს, ვინც პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუწერს.
პრეზიდენტმა, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ წასულიყო ევროკავშირის დედაქალაქებში მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად, მან გადალახა რუბიკონი და ის არის მზად ყველაფრისთვის, მთავარი არის ჯერი ოპოზიციაზე, რომ არ აღმოჩნდეს 12 დეპუტატი სხვადასხვა მიზეზებით და მათ შორის შესაძლებელია იყოს მიხეილ სააკაშვილის შეწყალება ასეთი მიზეზი, რომ ქართული ოცნების პოლიტიკური დავალება შეასრულოს", - ამბობს თეონა აქუბარდია.