როგორც ჩანს, პრეზიდენტს აქვს შიში და ოპოზიციას ხდება, რომ შეეხვეწოს, მხარი არ დაუჭირონ იმპიჩმენტს - მდინარაძე
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებს სათითაოდ იმიტომ ხვდება, რომ სავარაუდოდო, მისი გადაყენების ეშინია და ცდილობს ასეთი ფორმით, მთავრობის ოპონენტებს შესთხოვოს მის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირონ.
ოპოზიციაშია თავად უკვე სალომე ზურაბიშვილი და უხეში ფორმებით ოპონირებს, კონსტიტუციის დარღვევით მაგალითად. როგორც ჩანს, ბატონ ალეკოს გაუხმოვანებია ის ინფორმაცია, რომ მას აქვს შიში, რომ მას გადააყენებენ და ამ რისკების დასაზღვევად, რომ საკმარისი ხმები არ მოგროვდეს პარლამენტში, სათითაოდ ხვდება ჩვენს ოპონენტებს, რომ დაარწმუნოს, შეეხვეწოს, სთხოვოს, როგორც ჩანს არ ვიცი, ეს მხოლოდ ვარაუდია, რომ არ დაუჭირონ მხარი იმპიჩმენტის საკითხს", - ამბობს მამუკა მდინარაძე.