ამ კაცმა ფული შვილიშვილის მგზავრობაში გადაიხადა, ჩემთვის სარწმუნოა - მამუკა მდინარაძე
"გადაიხადა იმ კაცმა შვილიშვილის გამგზავრებაში ეს თანხა ასეთი ინფორმაცია ვრცელდება, ჩემთვის სარწმუნოა," - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რითაც სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებას, გამოეხმაურა.
გადაიხადა იმ კაცმა შვილიშვილის გამგზავრებაში ეს თანხა ასეთი ინფორმაცია ვრცელდება, ჩემთვის სარწმუნოა, მე სუბიექტური ვარ შეიძლება, მაგრამ გეკითხებით ახლა, თქვენ ხომ ხართ თქვენი პოზიციონირებით ობიექტურები, გამეცით ახლა პასუხი, იმ კაცს ბიზნესები გააჩნია, თქვენ როგორ იცით, ღვინის ქარხნები თუ ღვინის ქარხანა გააჩნია თუ არ გააჩნია. დაელოდეთ დეკლარაციას, რა ვალდებულებაც არის, ის ვალდებულება დეკლარაციაში ჩაიწერება ყველაფერი.გამოძიების დაწყების საფუძველი კი არა ეს არის შეტევა ახლა თქვენ რასაც აკეთებთ, შეტევაა ირაკლი ღარიბაშვილზე, რომ სააკაშვილს ჩამორეცხოთ ის ათეულობით და ასეულობით მილიონი", - ამბობს მამუკა მდინარაძე.
სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, რომლის თანახმად, მიუნხენში ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისით გამგზავრებისთვის 34 ათასი ევროს ეკვივალენტი ლარში პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.