როგორ დააგროვა დიდი კაპიტალი პრემიერის პენსიონერმა მამამ? - "ლელოს" კითხვები
ყველაზე მდიდარი პენსიონერი - "ლელოს" წევრი საბა ბუაძე ტარიელ ღარიბაშვილის მიერ გადახდილი თანხების ჩამონათვალს აკეთებს და სვამს კითხვას, საიდან აქვს პრემიერის პენსიონერ მამას ამხელა ქონება და არის თუ არა ის ლეგალური გზით ნაშოვნი.
ცნობილია, რომ 2012 წლამდე ტარიელ ღარიბაშვილი ერთ-ერთი რწმუნებული იყო, მისი უეცარი გამდიდრება კი 2014 წლიდან დაიწყო.
მოსალოდნელი იყო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ფრენის დაფინანსების წყაროდ მამის მიერ თანხის ჩუქებას დაასახელებდა, მაგრამ ანზორ ჩუბინიძის ეს განცხადება ჩვენ კითხვებს პასუხს არ სცემს.
ტარიელ ღარიბაშვილმა 2023 წელს:
1. შპს "ქართული ფესვების" 50%-იანი წილი 200 ათას ლარად იყიდა (თებერვალში);
2. მინიმუმ 100 ათასი ლარით დააფინანსა მიუნხენში კომერციული ფრენა (აგვისტოში);
3. არჩინა საკუთარი ოჯახი;
2021 წელს 150,000 ლარი აჩუქა ირაკლი ღარიბაშვილს;
2014 წლიდან დღემდე შეიძინა რამდენიმე ათეული ათასი კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთები დედოფლისწყაროში;
ტარიელ ღარიბაშვილი პენსიონერია, რომელიც დედოფლისწყაროში რამდენიმე ჰექტარ მიწას ფლობს და ხორბლის ბიზნესით არის დაკავებული. 2012 წლამდე ღარიბაშვილის მამა სოფლის რწმუნებულის პოზიციაზე მუშაობდა;
ჩნდება კითხვა, საიდან ეს ქონება და რამდენად ლეგალური გზებით არის ის დაგროვილი?
დარწმუნებული ვარ, მალე კიდევ უფრო მეტი მსგავსი ინფორმაცია გახდება ცნობილი და უფრო ცხადად დაინახავს ყველა ღარიბაშვილის კორუმპირებულ სახეს და მისი კლანის განშტოებებს, - წერს საბა ბუაძე.
პრემიერი სკანდალურ ჩარტერთან დაკავშირებით დღეს კომენტარი ანზორ ჩუბინიძემ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ ღარიბაშვილის შთამბეჭდავი ხარჯები მისმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა აანაზღაურა.