ნარკოტიკები სვეტიცხოვლის ეზოში - დაკავებულის ადვოკატის პირველი კომენტარი
სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოდან ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დაკავებულები ბრალის წარდგენას ელოდებიან. ნაწილის საქმეზე კი სასამართლომ უკვე იმსჯელა და ციხეში გაუშვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ქალთა დაწესებულებაში გაუშვეს უკრაინის მოქალაქეც, ახალგაზრდა ქალი, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი სქემის ერთ-ერთ ლიდერი იყო.
სასამართლო ჩატარდა, უკვე შეეფარდა პატიმრობა, აღიარებს თუ არა ბრალს, ამის შესახებ ვერ ვისაუბრებ". - ამბობს უკრაინის მოქალაქე ქალის ადვოკატი.
სვეტიცხოველში ნარკოტიკების სამალავს მიაგნეს - აღნიშნულ ეპიზოდზე დაკავებულია 3 პირი, მათ შორის უკრაინის მოქალაქე ქალი.
გამოძიების ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებები ქალმა სვეტიცხოვლის ეზოში 9 ლოკაციაზე განათავსა.
საქმის მასალების მიხედვით, სასიკვდილო პრეპარატებს ბრალეულები ინტერნეტით ყიდდნენ, შემდეგ კი ე.წ. ფაქტს ეკლესიის ეზოში სამალავებში ტოვებდნენ.
შსს-ს მიერ გავრცელებული სტატისტიკით, ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 41 პირი, მათ შორის 32 ნარკორეალიზატორია. ისინი იემენის, ნიგერიის, ეგვიპტის, ირანის, რუსეთის, უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები არიან.