სალომე ზურაბიშვილმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა

12.09.23 15:46
სალომე ზურაბიშვილმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა

სალომე ზურაბიშვილმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

გათავისუფლებულ მსჯავრდებულთაგან 2 ქალი მსჯავრდებულია.