ბორელის გზავნილი - რა გაიგო ოპოზიციამ

12.09.23 16:12
ბორელის გზავნილი - რა გაიგო ოპოზიციამ

ბორელის მწვავე გზავნილების შემდეგ "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ფიქრობს, რომ სირთულეების მიუხედავად,  ევრორეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ოპოზიციამ მმართველ გუნდთან მოლაპარაკებები უნდა გამართოს. დეპუტატის თქმით, თუ "ოცნება" ოპონენტებს ამის შესაძლებლობას მისცემს, ისინი ერთ მაგიდასთან უნდა დასხდნენ. 

ამასთან, სამნიძე ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მზაობა არ არის. 

ჩვენმა პარტნიორებმა კარგად დაინახეს ოპოზიციის მზაობა და კარგად ხედავენ, რა ნაბიჯებს დგამს „ქართული ოცნება“, იპიჩმენტი არის ამის ნათელი მაგალითი. მიუხედავად იმისა, რომ საშინელებაა და ურთულესია „ქართულ ოცნებასთან"  ნებისმიერი მოლაპარაკება და ნებისმიერი დიალოგი, ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობის აღება, ოპოზიციამ და შევძლოთ მაგიდასთან დასხდომა თუ ამის შესაძლებლობას გააჩენს „ქართული ოცნება“, იმიტომ, რომ  მათგან არ მის არანაირი მზაობა თანამშრომლობის, - ამბობს სამნიძე. 

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე კი ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხი არ აღელვებს და ამას მათი ანტიდასავლური განცხადებებიც ცხადყოფს. 

ბორელის განცხადებები ადასტურებს ერთ რამეს და შემდეგ უკვე ღარიბაშვილის განცხადებები და ხელისუფლების განცხადებები, ევროკავშირს სურს, ორმ პოლიტიკურად საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს და საქართელო ეკუთვნის ევროპულ ოაჯხს, ეს ძალიან კარგად ახსნა ბატონმა ბორელმა, მაგრამ აქვე, ფაქტია ის, რომ 12 რეკომენდაციის შეუსრულებლობა ანტიდასავლური განცხადებები და ღარიბაშვილის წარმოუდგენლად საუბარი, რომელიც ადასტურებს პირველ რიგში, იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირი არ აინტერესებს, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ისტორიული შესაძლებლობის შემთხვევაშ და მოცემულობაში გყვავს ყვლაზე უფრო ანტიდასავლური ხელისუფლება, - ამბობს დეკანოიძე.  

ევროკომისარმა დღეს თქვა, რომ ხელისუფლებამ და მმართველმა პარტიამ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ერთობლივად უნდა იმუშაონ. 

მსგავსი სიახლეები