„ხელვაჩაურის წყლის“ ყოფილი უფროსი ციხეში გარდაიცვალა

12.09.23 16:16
„ხელვაჩაურის წყლის“ ყოფილი უფროსი ციხეში გარდაიცვალა

ციხეში სასჯელის მოხდის დროს მსჯავრდებული ვლადიმერ [დავით] მიქელაძე გარდაიცვალა. ის „ხელვაჩაურის წყლის“ ყოფილი დირექტორი იყო და სკანდალური „520 ათასი ლარის მითვისების“ საქმის გამო გაასამართლეს. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

ადვოკატის ინფორმაციით, ვლადიმერ მიქელაძე 68 წლის იყო და ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა. ის 11 სექტემბერს გარდაიცვალა.

მიქელაძეს 2023 წლის 6 ივლისს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შპს „ხელვაჩაურის წყლის“ ყოფილ დირექტორს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდნენ.

მსგავსი სიახლეები