არაფრის გაკეთება შეიძლება, რაც სხვა ერების ინტერესებს აშკარად ეწინააღმდეგება - პუტინი
"ისეთი არაფრის გაკეთება შეიძლება საგარეო პოლიტიკის სფეროში, რაც სხვა ერების ინტერესებს აშკარად ეწინააღმდეგება," - ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა.
პუტინი ამბობს, რომ პრაღის გაზაფხულისა და 1956 წლის ბუდაპეშტის რევოლუციის დროს სსრკ-ს მიერ ქალაქებში ტანკებით შესვლა "არასწორი" იყო.
ჩვენ დიდი ხნის წინ ვაღიარეთ, რომ საბჭოთა კავშირის პოლიტიკის ეს ნაწილი არასწორი იყო და მხოლოდ ურთიერთობების დაძაბვას იწვევდა. ისეთი არაფრის გაკეთება შეიძლება საგარეო პოლიტიკის სფეროში, რაც სხვა ერების ინტერესებს აშკარად ეწინააღმდეგება, ეს არის და ეს". – თქვა პუტინმა.