ადვოკატების ინფორმაციით, ქუთაისის ციხეში ათეულობით პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა, ნაწილმა კი შიმშილობა გამოაცხადა

12.09.23 17:28
ადვოკატების ინფორმაციით, ქუთაისის ციხეში ათეულობით პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა, ნაწილმა კი შიმშილობა გამოაცხადა

ქუთაისის ციხესთან სასწრაფო და პოლიციაა მობილიზებული - გავრცელებული ინფორმაციით, ციხეში ათეულობით პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა, ნაწილმა კი შიმშილობა გამოაცხადა.

ადვოკატების ცნობით, პროტესტის უკიდურეს ფორმას პატიმრებმა არასათანადო პირობების და იქ არ არსებული სამედიცინო დახმარების გამო მიმართეს.

მსჯავრდადებულების კიდევ ერთი მოთხოვნა, ამნისტიას უკავშირდება. 

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათეულობით პატიმარმა მსჯავრდებულმა პირებმა მიიყენეს თვითდაზიანებები სხეულზე. ისინი აპროტესტებენ ამ კონკრეტული დაწესებულების შიდა პოლიტიკას, სადაც საუბარია, რომ მათ მიმართ მიმდინარეობს არაადამიანური მოპყრობა, რის გამოც ამ ბოლო უკიდურეს ზომას ადამიანებმა როგორიც არის, სხეულის თვითდაზიანება მიმართეს, იმ კონკრეტული მოტივით, რომ მათ მიექცეთ ყურადღება ხელისუფლების მიმართ, რაც შეიძლება მაქსიმალურად უმოკლეს ვადებში" - ამბობს ერთ-ერთი ადვოკატი.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ქუთაისის მე-2 დაწესებულებაში პატიმრების ბუნტის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

მსგავსი სიახლეები