რა დანაზოგით უქირავა პრემიერ შვილს სამთავრობო თვითმფრინავი - ტარიელ ღარიბაშვილი დუმს

12.09.23 17:20
რა დანაზოგით უქირავა პრემიერ შვილს სამთავრობო თვითმფრინავი - ტარიელ ღარიბაშვილი დუმს

რა დანაზოგით უქირავა პრემიერ შვილს სამთავრობო თვითმფრინავი - ტარიელ ღარიბაშვილი განმარტების გაკეთებას საჭიროდ არ თვლის. დუმილის რეჟიმში არიან პრემიერის ოჯახის სხვა წერვებიც. კითხვას სკანდალურ რეისთან დაკავშირებით ვერც პრემიერის სიმამრი პასუხობს. მეტიც, "პირველების" კითხვის საპასუხოდ ის  სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდა. 

დოკუმენტებით ირკვევა, რომ ეკონომიკის სამინისტროს აქვს სსიპ-ი "საწარმოთა მართვის სააგენტო", ამ სსიპს აქვს შპს "მოსავლის მართვის კომპანია", რომელმაც 29 აგვისტოს გამარტივებული წესით კონტრაქტი ირაკლი ღარიბაშვილის მამის კომპანიასთან, "ქართულ ფესვებთან" გააფორმა და მას 150 ათასი ლარი ჩაურიცხა. ახლა საზოგადოებას აინტერესებს, ეკონომიკის სამინისტროდან გადარიცხული თანხით ხომ არ დააფინანსა ტარიელ რატიბაშილმა მისი შვილის სამტავრობოს თვითმფრინავით ჩარტერული რეისი. 

აღნიშნულ კითხვაზე "პირველებმა" პასუხი ვერ მიიღო. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკაში დასასვენებლად სამთავრობო თვითმფრინავით წავიდა. ფაქტები "ნოდარ მელაძის შაბათმა" გაასაჯაროა. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, პრემიერი სამთავრობო თვითმფრინავით არა მხოლოდ არდადეგებზე წავიდა, არამედ თვითმფრინავი მიუნხენის აეროპორტში პრემიერის ერთი კვირა ელოდა, ვიდრე ის ამერიკას მოივლიდა, რომ უკან წამოეყვანა. 

პრემიერი სკანდალურ ჩარტერთან დაკავშირებით დღეს კომენტარი ანზორ ჩუბინიძემ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ ღარიბაშვილის შთამბეჭდავი ხარჯები მისმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა აანაზღაურა.  

მსგავსი სიახლეები