საქართველოს პრეზიდენტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

12.09.23 16:48
საქართველოს პრეზიდენტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

მოვლენების ეპიცენტრი ათონელის რეზიდენციაა, სადაც საქართველოს პრეზიდენტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის  15-მდე ქვეყნის დიპლომატი   ორბელიანის სასახლეში - პრეზიდენტს ერთი საათის განმავლობაში პირისპირ ხვდებოდნენ. აუდიენციას ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩიც.

შეხვედრის თემა ოფიციალურად უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაც ოპოზიციონერი დეპუტატების მსგავსად, საქართველოს ევროინტეგრაციას და კანდიდატის წევრი ქვეყნის სტატუსის მიღებას უკავშირდება. საუბარი დახურულ შეხვედრაზე კანდიდატის სტატუსის გარდა, სავარაუდოდ, "ოცნების" მიერ დაანონსებულ პრეზიდენტის იმპიჩმენტსაც შეეხო.

დიპლომატიური კორპუსის წევრებთან შეხვედრამდე, ბოლო ორი დღეა პრეზიდენტი საპარლამენტო ოპოზიციას მასპინძლობს. შეხვედრის მთავარ თემას ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მიღება წარმოადგენს. როგორც პრეზიდენტის სასახლიდან გამოსული ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, სალომე ზურაბიშვილის მიზანს წარმოადგენს სტატუსის მიღება წარმოადგენს.

 

მსგავსი სიახლეები