პრეზიდენტი თავის სათქმელს იტყვის - რა უთხრა ზურაბიშვილმა ეკა ბესელიას

12.09.23 17:05
პრეზიდენტი თავის სათქმელს იტყვის - რა უთხრა ზურაბიშვილმა ეკა ბესელიას

რა პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს სალომე ზურაბიშვილი იმ შემთხვევაში, თუ გადააყენებენ? ეკა ბესელია ყოფილ თანაგუნდელებს ურჩევს, რომ არჩევანი გააკეთონ  - ზურაბიშვილი მათთვის პრობლემა პრეზიდენტის რანგში უფრო იქნება, თუ ამ რანგს მიღმა. ბესელია, ვინც ზურაბიშვილს კარგად იცნობს, პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ქმედებებზე პრეზიდენტი თავის სათქმელს იტყვის.

ვინც იცის პრეზიდენტის პოლიტიკური წარსული, მე ვფიქრობ, რომ უნდა გაიაზროს პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილი მათთვის უფრო დიდი პრობლემაა მმართველი პარტიისთვის, თუ უკვე ამ რანგის მიღმა ანუ თავისუფალ, გაცილებით უფრო ნაკლები ვალდებულებებით დატვირთული, ასეთი გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელსაც საკმაოდ დიდი ბრძოლის გზა აქვს გავლილი. პრეზიდენტს, როცა ვესაუბრე, მას იმპიჩმენტთან დაკავშირებით წუხილები არ აქვს ან ნაკლებად აქვს, უფრო ფიქრობს შემდეგ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა დაეხმაროს ქვეყანას, რომ ეს სტატუსი არ დავკარგოთ და ეს სტატუსი მივიღოთ და ძალიან მხნედ და ოპტიმისტურად ლაპარაკობს მომავალზე. პრეზიდენტი ამ პასუხისმგებლობას გრძნობს და მისი ყველა ქმედება უფრო ფრთხილია და 100-ჯერ მოზომილი და უფრო მეტად თავშეკავებული და გაცილებით უფრო მწვავე იქნება და სუსხიანი ეს ოცნებისთვის, თუ ის ამ იმპიჩმენტს ნებისმიერ ფასად სისრულეში მოიყვანს. ჩემი მოლოდინია, რომ თავის სათქმელს იტყვის", - ამბობს ეკა ბესელია.

მსგავსი სიახლეები