13-17 სექტემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე თამარაშვილის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება

12.09.23 16:54
13-17 სექტემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე თამარაშვილის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება

13-17 სექტემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე თამარაშვილის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი კლდოვანი ფერდობის გამაგრებაა.

კლდოვანი ფერდობის გამაგრების სამუშაოების გამო, 13-17 სექტემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე თამარაშვილის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება", - ნათქვამია განცხადებაში.

მერიის ცნობით, ვაჟა ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებიდან, ასევე, უნივერსიტეტის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ბაგების დასახლების მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილების გავლით, ზურაბ ავალიშვილის ქუჩაზე.

მსგავსი სიახლეები