პრემიერის მამას მოვთხოვთ, აჩვენოს ფულის წარმომავლობა - თაკო ჩარკვიანი

12.09.23 17:38
პრემიერის მამას მოვთხოვთ, აჩვენოს ფულის წარმომავლობა - თაკო ჩარკვიანი

პრემიერის მამას მოვთხოვთ, აჩვენოს ფულის წარმომავლობა - ამის შესახებ "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ინფანტილური ადამიანია. 

სულ მქონდა ეჭვი მის ინფანტილიზმთან დაკავშირებით და ეს არის დასტური უბრალოდ, რომ ის არის ძალიან ინფანტილური ადამიანი და უბრალოდ, განაცხადა ახლა, რომ ვარო. ეს თქვა, პრაქტიკულად. ისე აიჭრებიან ახლა, რომ ერთმანეთზე უარეს ინფანტილურ განცხადებებს გააკეთებენ. წარმოგიდნიათ რა თქვა ახლა, რომ ჩავუღრმავდეთ, რომ პირველ პირს მამამ ტარიელ ღარიბაშვილმა გადაუხადა თურმე 34 ათასი, ეს ერთი. აქ საუბარი არის, სად იკვეთება დანაშაულებრივი ქმედება და უკვე გამოიკვეთა. პირველმა პირმა გადაწყვიტა, რომ აჩვენოს ფულის წარმომავლობა მის მამასთან. ახლა მის მამას მოვთხოვთ, აჩვენოს ფულის წარმომავლობა, - ამბობს თაკო ჩარკვიანი. 
 

მსგავსი სიახლეები